Friday, November 8, 2013

მერვე მოდულის შეჯამება

მოვისმინე კოლეგების პრეზენტაციები.საინტერესო ვარიანტები იყო განხილული. დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი,რომელმაც დამანახვა პროექტის აქტუალობა, რატომ არის პროექტი ასე მნიშვნელოვანი.

Sunday, October 27, 2013

მეექვსე დღე

ბავშვები  უფლისციხის   ნახვის  შემდეგ,უხუცესებისგან   მოპოვებული  ინფორმაციის
მოპოვების,   ფოტოსურათების   გადაღების   შემდეგ   აკეთებენ  პრეზენტაციას.მოპოვებული     ინფორმაციის   და   ფოტოსურათების   მეშვეობით  
ბავშვები  შექმნიან  ჩემი   დახმარებით    საინფორმაციო  ბროშურებს  უფლისციხის
შესახებ.   გავაკეთებთ   კედლის  გაზეთს. 

Thursday, October 24, 2013

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


ზოგადი  კითხვა 
  • უნდა  იცოდეს   თუ   არა      ადამიანმა   თავისი  ქვეყნიხ  ისტორია?

თემატური   კითხვა
  • რას  ნიშნავს -  ისტორიული   ძეგლი?
  • რატომ   მოდის   უფლისციხის    სანახავად   ბევრი    მნახველი?
  •  საიდან   მოვდივართ?
შინაარსობრივი    კითხვები
  • როდის   აშენდა   უფლისციხე?   
  • რატომ   აშენდა? 
  • რა   დანიშნულება  ჰქონდა გვირაბს?
  • რატომ   ჰქვია   ნაქალაქარი?     
  • რომელ   ლიტერატურულ    ნაწარმოებს  იცნობთ?                                                         

Tuesday, October 22, 2013

პროექტის იდეა

მინდა   გავაკეთო  პროექტი,  რომელიც   საინტერესო  იქნება   ბავშვებისთვის.   მოვიძიებთ   ინფორმაციას   უფლისციხის    შესახებ.  შევახვედრებ   უფლისციხის   მუზეუმ---ნაკრძალში   მომუშავე   მეცნიერ  მუშაკებს.   ვასწავლი   როგორ  უნდა   დაუსვან   შეკითხვები.   რა  აინტერესებთ   უფრო  მეტად.გადავიღებთ  სურათებს.  მოვაწყობთ   კლასში  გამოფენას.  შევისწავლით   ლექსებს   უფლისციხეზე.

Monday, October 14, 2013

პირველი მოდულის შეჯამება

ამ  მოდულმა  გარკვეული   თვალსაზრისით   დამაფიქრა   ჩემს  როლზე   სასწავლო  ღონისძიებების  დაგეგმვის  პროცესში.
ამ  დროს  ბავშვები  21-ე  საუკუნის   უნარ-ჩვევებს   ივითარებენ.
1)სიღრმისეული  ცოდნის  მიღება
2)ნასწავლის  რეალურ   ცხოვრებაში  გამოყენება
3)მოსწავლეები   იწყებენ  კომუნიკაციას  სხვა  პროფესიის  ადამიანებთან
4)თანამშრომლობენ   ერთმანეთთან
5)აკეთებენ   აღმოჩენებს
6)სწავლობენ  დაგეგმვას